"ლეოგრანდის" ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

24 ნოემბერი 2021, 11:31 2317 ნახვა

4 წელი "ლეოგრანდის" ტრაგედიიდან. დილიდან, ხანძრის დროს დაღუპული 11 ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, მოქალაქეები ტრაგედიის ადგილას იკრიბებიან და სანთლებს ანთებენ. დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო აჭარის მთვარობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და მთავრობის წევრებმა.

"დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ლეოგრანდის ტრაგედიას და იმ ოჯახებს ვინც დავკარგეთ. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მოწმობს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა ყველა ობიექტზე"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

2017 წლის 24 ნოემბრის ღამეს, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო ერთი ირანის მოქალაქე. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.

ინტოქსიკაციის შედეგად ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს 20-მდე ადამიანი. ლეოგრანდის საქმეზე გამოძიებამ, სასტუმროს ორი თანამშრომელი დააკავა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ხანძარი თავდაპირველად საქვაბე ოთახში გაჩნდა. ასევე, სასტუმროში არ არსებობდა ავტომატური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა საგანგაშო სისტემის ჩართვას, რომ კვამლი სავენტილაციო არხებში არ წასულიყო.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში