სასამართლოსთან დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ გიგი უგულავა და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

29 ნოემბერი 2021, 12:22 403 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირება მოხდა.

სამოქალაქო აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დაპირისპირება სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა მათ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. 

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე გიგი უგულუვა და კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, გიგი უგულავა  173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

ჯერჯერობით უცნობია რომელ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამ წუთებშიც, შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება აღმაშენებლის ხეივნის გარკვეულ მონაკვეთზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში