ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

03 დეკემბერი 2021, 10:57 180 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება. დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ბათუმში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3 შეკვრად დაფასოებული და სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში