მელიას სუს-ში იბარებენ

04 დეკემბერი 2021, 15:33 968 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

აცხადებს, რომ რეჟიმის პარანოია გრძელდება. რაც შეეხება მელიასთვის გაგზავნილ შეტყობინებებს, როგორც მასშია აღნიშნული, სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი მას საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით გამოსაკითხად და წერილობითი უწყების გადაცემის მიზნით იბარებს.

გაგზავნილ სმს შეტყობინებაში ნათქვამია, რომ მის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ნიკა მელიას მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რაზეც საჭირო გახდა მელიას მოწმის სახით გამოკითხვა. ამავე შეტყობინებაში ნათქვამია, რომ უწყებაში, რომელსაც მელიას გადასცემენ, საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები იქნება მითითებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში