„მეწარმეობისა და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობა აჭარაში მცხოვრები ქალებისათვის“- შეხვედრა

27 დეკემბერი 2021, 15:49 889 ნახვა

მეწარმეობისა და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის - თემაზე შეხვედრა გაიმართა. განიხილეს მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. პროექტი ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 22-დან  45 წლის ქალებისთვის ხორციელდება, რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ, მაგრამ არ არიან დასაქმებული. პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების ინტერესისა და  მონაწილეობის გაზრდა სოციალურ და ინკლუზიურ მეწარმეობაში.პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია „საორსასა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პროექტი “USAID”-ის ეკონომიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში