ქობულეთში საპატრულო მანქანას მიკროავტობუსი დაეჯახა - დაშავდა პოლიციის 2 თანამშრომელი

30 დეკემბერი 2021, 11:24 10707 ნახვა

ქობულეთში, პეტრას ციხის მიმდებარედ, საპატრულო ავტომანქანას სამარშრუტო მიკროავტობუსი დაეჯახა.

ავარიის დროს საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი დაშავდა. 

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ლიპყინულმა გამოიწვია, რის გამოც მძღოლმა საჭის დამორჩლება ვერ შეძლო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. 

პატრულის დაშავებული თანამშრომლები ქობულეთის ევექსის კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტებს სხეულის დაზიანება და მოტეხილობა აღენიშნებათ. ერთ-ერთ დაშავებულს კი საოპერაციოდ ამზადებენ.

"შემთხვევის შედეგად ქობულეთის ევექსის ჰოსპიტალში შემოყვანილია ორი დაზარალებული, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. მიმდინარეობს მათზე დაკვირვება. მათან ერთ-ერთს აღენიშნება მოტეხილობა და საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას, ისინი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან" - განაცხადა ქობულეთის "ევექსის ჰოსპიტალის" დირექტორმა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში