გუშინ, პარლამენტთან მსვლელობის მიმდინარეობისას, სამართალდამცავებმა ჯამში 8 პირი დააკავეს. აქციის მონაწილეები თავდაპირველად პარლამენტის წინ შეიკრიბნენ, სადაც სამართალდამცავებმა აქციის 2 მონაწილე დააკავეს.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს და ინგოროყვას ქუჩისკენ გაემართნენ, სადაც მათ პოლიციის კორდონი დახვდათ.
აქციის 6 მონაწილე კი პოლიციამ მსვლელობისას დააკავა. ამის შემდეგ მომიტინგეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ და ადგილზე გააგრძელეს პროტესტი.