ახალი კანონპროექტი არასრულწლოვნებისთვის

21 ნოემბერი 2025, 19:51 134 ნახვა

ახალი მიდგომა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან მიმართებაში - საპარლამენტო კომიტეტებზე უკვე დაიწყო ახალი კანონპროექტის განხილვა, რომლის კანონად ქცევის შემთხვევაში მხარდამჭერ სახლებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის არასრულწლოვნები მოხვდებიან, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება 10-დან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინეს.

კანონპროექტის მიხედვით, დაკომპლექტდება მულტი დისციპლინარული ჯგუფიც, რომელიც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს პროგრამებს და ამ პროგრამებში მათი ჩართვის საჭიროებას.

ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მიზანი, არა დასჯა , არამედ იმ არასრულწლოვნებზე ზრუნვაა, რომლებსაც ზრდასრულები ხშირად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის იყენებენ.

არასრულწლოვანთა მიმართ, ახალი მექანიზმის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახალი კანონით დაცული უნდა იყოს არასრულწლოვანთა უფლებები და საუკეთესო ინტერესები.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე