ახლად აღმოჩენილი მონეტით, საქართველოს დროშა დავით აღმაშენებელს დაუკავშირდა, რაც ადასტურებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია - აშშ-ის საელჩო

14 იანვარი 2022, 13:40 758 ნახვა

საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

„გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს!

2021 წელი თქვენი თვალისმომჭრელი დროშის ისტორიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ახლად აღმოჩენილი სპილენძის მონეტის წყალობით მისი დაკავშირება მეფე დავით აღმაშენებელთან (XII ს.) მოხდა. ეს სიმბოლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მრავალი საუკუნეა, რაც ერთი მთლიანი ევროპული ოჯახის ნაწილია“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში