საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

22 იანვარი 2022, 19:25 653 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.

ფუტსალის ევრო 2022-ის პირველ ტურში ნიდერლანდების ქალაქ გრონინგენში საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და 3-2 დაამარცხა.

შეხვედრა აზერბაიჯანელთა უპირატესობით დაიწყო მე-7 წუთზე ვილელას დუბლით 2-0 ს იგებდნენ.

მე-10 წუათზე ელისანდეომ სხვაობა შეამცირა და ტაიმი მეტოქენ 1-2 მოიგო.
მეორე ნახევარში ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი უპირატესობას დაეუფლა 27-ე წუთზე სებისკვერაძემ ანგარიში გაათანაბრა.

32-ე კი აზერბაიჯანის ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომლის რეალიზებაც თალესამ მოახერხა და საქართველოს ნაკრებს ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა.

გამოსარჩევია საქართველოს ნაკრების მეკარის ზვიად კუპატაძის კარგი თამაში. გუნდის კაპიტანმა ჩვენი ნაკრები რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 იანვარს ბოსნია ჰერცოგოვინას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ჯგუფის ბოლო შეხვედრაში კი 29 იანვარს ესპანეთს ეთამაშება.
შემდეგ ეტაპზე 2 გუნდი გადის და ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა დიდი ნაბიჯი გადადგა ჯგუფური ეტაპის დასაძლევად.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში