აშშ უკრაინიდან ამერიკელების ევაკუაციას იწყებს - Fox News

23 იანვარი 2022, 10:50 727 ნახვა

სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა ბრძანება უკრაინიდან ამერიკის საელჩოს თანამშრომლების, ოჯახის წევრების გამოყვანასთან დაკავშირებით - ინფორმაციას ამის შესახებ ‘’ფოქსნიუსი’’ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საელჩოს თანამშრომლები ქვეყანას კომერციული რეისით დატოვებენ.

ცნობისთვის,  უკრაინამ ამერიკისგან სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი მიიღო. საელჩოს განცხადებით, ეს დახმარება ადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას უკრაინის თავდაცვის გაძლიერების მიმართ რუსული მზარდი აგრესიის ფონზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში