აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში სტადიონის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ზურაბ პატარაძე ღონისძიებაზე ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან ერთად საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. სტადიონის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმყოფებოდა. აკიაზის ახლად გახსნილი სტადიონი 41 ათას 513 მაყურებელს იტევს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე