46 დევნილს ოჯახს ბინა გადაეცა

08 თებერვალი 2022, 11:10 492 ნახვა

იძულებით გადაადგილებულ 46 ოჯახს თბილისში ბინა გადაეცა. ფართები ყოფილ სანატორიუმ "ქართლსა" და ყოფილ სასტუმრო "ოქროს საწმისში" მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა მიიღეს.

ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.

პროგრამა, რომელიც დევნილთა განსახლებას ითვალისწინებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.მომდევნო ორ წელში 13 000 ოჯახისთვის არის ბინების გადაცემა დაგეგმილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში