აჭარაში კორონავირუსის 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა

16 თებერვალი 2022, 10:59 788 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 960 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 696 პაციენტი, მძიმეა 150-ის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 40.

ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მკურნალობს 308 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 7 055 შემთხვევა, აჭარა - 960, იმერეთი - 2 233, ქვემო ქართლი - 907, შიდა ქართლი - 834, გურია - 470, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 131, კახეთი - 1 118, მცხეთა-მთიანეთი - 286, სამცხე-ჯავახეთი - 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 86.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში