"საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების "აღიარებას" - პრეზიდენტი

22 თებერვალი 2022, 00:52 990 ნახვა

საქართველო მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“, რაც იმეორებს იმ სცენარს, რამაც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

"პრეზიდენტ ზელენსკის მივმართავ: საქართველო თქვენს გვერდით დგას და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში