მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა

05 მარტი 2022, 14:58 1038 ნახვა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტარების ევროპის საქმეთა კომიტეტის კონფერენციის პლენარულ სესიაში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - საფრანგეთის სპეციალური მოწვევით მონაწილეობს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციაზე საფრანგეთის პრემიერმინისტრის მონაწილეობით გაიმართა დებატები საფრანგეთის თავმჯდომარეობის შესახებ.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა უკაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.

მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გააცნო საქართველოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანბის შესახებ და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში