მკვეთრად შემცირებული ვაქცინაციის ტემპი

09 მარტი 2022, 14:05 1104 ნახვა

აჭარაში კოვიდ ვაქცინაციის  ტემპი მკვეთრად შემცირებულია. ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ამცრელ პუნქტში დღიურად საშუალოდ 60 ადამიანი იცრება. მათ შორის უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე არაა.

გია კიკაბიძე  ამბობს, რომ ბუსტერ დოზები ომიკრონის წინააღმდეგ  ყველაზე ეფექტურია, თუმცა არც ამ კუთხით შეინიშნება აქტიურობა.

ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე იცრებიან უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე იტარებენ ვაქცინაციას.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 190 აცრა ჩატარდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში