Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლების ნაწილს დროებით რუსების მიმართ ძალადობის ენის შემცველი პოსტების განთავსების ნებას დართავენ - Reuters 

11 მარტი 2022, 10:54 924 ნახვა

კომპანია „მეტა“ პლატფორმების – „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში დროებით საშუალებას მისცემს, განათავსონ ძალადობის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, კომპანია ასევე დაუშვებს დროებით ისეთ პოსტებს, რომელიც გამოხატავს რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტების სიკვდილის მოწოდებებს.

კომპანიის პოლიტიკის დროებით ცვლილება ეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთის, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში