უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სანქტ-პეტერბურგში 13 ჟურნალისტი დააკავეს

13 მარტი 2022, 19:27 1026 ნახვა

რუსეთის ქალაქებში უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციები იმართება. BBC-ის ინფორმაციით აქციაზე სანქტ-პეტერბურგში, სულ მცირე, 13 ჟურნალისტია დაკავებული.

„მათ არ აგვიხსნეს დაკავების მიზეზი. ყველა მათგანს აქვს პრესის ბარათები და ჟილეტები, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. მათი მიზანია დარწმუნდნენ, რომ არავინ არაფერს გააშუქებს“ - აცხადებს ჟურნალისტი ანდრეი ოკუნი საკუთარ ტელეგრამის არხზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში