ინდოეთში მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

28 აგვისტო 2025, 13:03 133 ნახვა

15-მდე გაიზარდა  ინდოეთის ქალაქ მუმბაის მახლობლად მდებარე ქალაქ პალგარში  შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. მუსონური წვიმების სეზონზე შენობების ჩამონგრევა ინდოეთში ხშირი  მოვლენაა, რაც  ძირითადად უხარისხო მშენებლობის გამო ხდება.

ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ორი ადამიანი დაკარგულია და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს მათ მოსაძებნად.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით ერთი მშენებელი დააკავა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში