ჩინეთი საზეიმო აღლუმზე მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის ლიდერს ელოდება

28 აგვისტო 2025, 10:01 146 ნახვა

ჩინეთი 3 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციისა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავის აღსანიშნავად სამხედრო ტექნიკისა და ჯარისკაცების მასშტაბურ ჩვენებას გამართავს. 

პრეზიდენტ სი ძინპინთან ერთად  აღლუმს დაესწრება  მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი და რამდენიმე სხვა ქვეყნის ლიდერი. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ისტორიკოსების თქმით, 1937-1945 წლების მეორე ჩინეთ-იაპონიის ომში ჩინეთის დანაკარგმა 35 მილიონი შეადგინა.

იაპონიის ოკუპაცია 100 მილიონამდე ჩინელის იძულებით გადაადგილების და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიდუხჭირის მიზეზი გახდა, ასევე 1937 წლის ნანკინის ხოცვა-ჟლეტა, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, 100-დან 300 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში