კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

28 აგვისტო 2025, 14:08 108 ნახვა

კიევზე რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი ბავშვია - ამის შესახებ ინფორმაცია კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ გაავრცელა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, დაშავებულია 38 ადამიანი, ხოლო ათი პირი ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება. 

შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, 29 აგვისტო გლოვის დღედ გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში