შეიარაღებული თავდასხმა კათოლიკურ სკოლაზე აშშ-ში

28 აგვისტო 2025, 09:19 120 ნახვა

ამერიკის მინესოტის შტატის ქალაქ  მინეაპოლისში, კათოლიკურ სკოლაზე თავდასხმის მსხვერპლთა  პატივსაცემად სანთლები დაანთეს. სამი სხვადასხვა იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ვიტრაჟებიდან ესროლა კათოლიკური სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც  წირვას ესწრებოდნენ. დაღუპულია ორი ბავშვი  და კიდევ 17 ადამიანია დაშავებული.

თავდასხმა სკოლაში წირვის დაწყებისას მოხდა, რომელიც ყოველწლიურად სასწავლო წლის პირველ ოთხშაბათს, ხარების კათოლიკურ სკოლაში იმართება.

პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელმა 23 წლის რობინ ვესტმანმა, ეკლესიის უკანა მხარეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პოლიცია თავდასხმის შესაძლო მოტივს ვერ ასახელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში