გარდაიცვალა ორსული, რომელიც მარიუპოლში ავიაიერიშის დროს დაშავდა - მედია

14 მარტი 2022, 10:38 1517 ნახვა

მარიუპოლში რუსული სამხედრო ძალის ავიაიერიშის დროს დაშავებული ორსული ქალი გარდაიცვალა. ის დაბომბვის მომენტში სამშობიარო სახლში იმყოფებოდა. 

ახალგაზრდა ქალი ერთ-ერთი ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვდა, როდესაც მაშველებს საავადმყოფოს ეზოდან გაჰყავდათ. 

ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ რეპორტიორი ასია დოლინა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მარიუპოლში მე-3 ბავშვთა საავადმყოფოზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი დაბომბვის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ორსული, რომელიც ფოტოსურათებსა და ვიდეოში საკაცეზე მწოლიარე ჩანს, ვერ გადარჩა. გარდაიცვალა მისი ჯერ არ დაბადებული შვილიც,“- განაცხადა ჟურნალისტმა.

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო 5 დღის წინ დაბომბეს. 

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მე-2 სამშობიაროზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში