უკრაინის ელჩმა უკრაინაში გარდაცვლილი ქართველების სურათები გვირგვინით შეამკო

19 მარტი 2022, 18:41 933 ნახვა

საქართველოს პარლამენტთან, სადაც უკრაინაში გარდაცვლილი ორი ქართველის პატივისცემის ნიშნად სოლიდარობის აქცია გაიმართა, საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი მივიდა.

დოლგოვმა გარდაცვლილ ქართველებს პატივი მიაგო და მათი სურათები გვირგვინით შეამკო. მან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

აქციას ასევე შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები და მოქალაქეები.

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას საქართველოს 6 ქალაქში მიაგეს პატივი.  

 მოქალაქეები  ბათუმში ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და გმირების ფოტოები ყვავილებით  შეამკეს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში