ნიურნბერგის მოდელის ტრიბუნალი პუტინისთვის - ახალი პეტიცია

20 მარტი 2022, 14:52 1725 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტისა და უკრაინაში შეჭრაში მონაწილე ადამიანებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ახალი პეტიცია შეიქმნა. მას ხელს 140 პოლიტიკოსი და აკადემიკოსი აწერს, მათ შორის არიან დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრები - გორდონ ბრაუნი და ჯონ მეიჯორი.

ხელმომწერი პირები ითხოვენ, რომ უკრაინაში ომში მონაწილე პირებისა და პუტინის გასასამართლებლად ნიურნბერგის პროცესების მაგალითზე, სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნას.

ხელმომწერთა შორის არიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალის ყოფილი პროკურორი ბენჯამინ ფერენცი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლას ბრატცა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო  უკვე იძიებს პუტინის საქმეს უკრაინაში ომის დანაშაულების შესახებ. თუმცა სასამართლოს უფლებამოსილება შეზღუდულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში