რომის პაპმა საავადმყოფოში უკრაინიდან ლტოლვილი 19 ბავშვი მოინახულა

20 მარტი 2022, 15:00 792 ნახვა

რომის პაპმა ფრანცისკემ საავადმყოფოში უკრაინიდან ლტოლვილი 19 ბავშვი მოინახულა, რომლებიც იტალიაში ონკოლოგიურ და ნევროლოგიურ დაავადებებზე, ასევე აფეთქებების შედეგად მიღებულ მძიმე დაზიანებებზე მკურნალობენ.

ვატიკანის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ 50 უკრაინელ ლტოლვილ ბავშვს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

„ბავშვების სისხლი და ცრემლები, ქალებისა და კაცების ტანჯვა, რომლებიც იცავენ თავიანთ მიწას და გაურბიან დაბომბვებს, შემაძრწუნებელია ჩვენი სინდისისთვის“, – განაცხადა სლოვაკეთში საეკლესიო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რომის პაპმა.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში