ბათუმის "დინამომ" კვარაცხელიას ტრანსფერზე მიანიშნა

23 მარტი 2022, 18:50 899 ნახვა

ცოტა ხნის წინ, ბათუმის "დინამომ“ გამოაქვეყნა ფოტო კითხვით - „Guess who? გამოიცანი ვინ არის“?  მასზე ხვიჩა კვარაცხელიას კონტურია გამოსახული, ცნობილი ფოტოდან, სადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ესპანეთის ნაკრების კარში გატანილ გოლს აღნიშნავდა.

 

ამით საქართველოს ჩემპიონმა  მიანიშნა, რომ ყაზანის "რუბინიდან“ წამოსული ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს, რადგან ამ სურათზე მის მაისურაზე გუნდის ლოგოა გამოსახული.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველმა თავდამსხმელმა რუსეთისთვის FIFA-ს დაწესებული სანქციით ისარგებლა და "რუბინი" დატოვა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმის "დინამოში" ზურიკო დავითაშვილი ითამაშებს, რომელიც ცოტა ხნის წინ, "არსენალიდან" წამოვიდა.

კვარაცხელიას რუბინთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ზურიკოს კი არსენალთან - 2023 წლის 30 ივნისამდე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში