სამართლიანობის აღდგენა

01 აპრილი 2022, 19:34 855 ნახვა

პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. გამოძების ინფორმაციით, 2010 წლის ბოლოს ცალკეული საჯარო მოხელეები პერიოდულად ხვდებოდნენ გენადი ენდელაძეს და მისგან ითხოვდნენ, დაბა აბასთუმანში, ასათიანის ქუჩა №1-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას. აღსანიშნავია, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთი გენადი ენდელაძეს შეძენილი ჰქონდა კანონიერი გზით და არ არსებობდა მისი ჩამორთმევის რაიმე კანონიერი საფუძველი. რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში