საქართველო შეუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკის თაობაზე

06 აპრილი 2022, 22:50 1074 ნახვა

საქართველო შეუერთდა ევროკავშირის დეკლარაციას ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკის თაობაზე. დეკლარაციას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

დეკლარაციაში ევროკავშირი ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებში ჩადენილ სისასტიკეს.

"მტკიცებულებები მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა და დაჭრილთა უზარმაზარი რაოდენობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევის შესახებ ჭეშმარიტ სახეს აჩვენებს ამ სასტიკი, აგრესიული ომისა, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. მასობრივი მკვლელობები ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში ევროპულ მიწაზე ჩადენილი მხეცობების სიაში შევა“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

განცხადებაში აღნიშნულია, ამ დეკლარაციას უერთდებიან კანდიდატი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ალბანეთი, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის ქვეყანა და პოტენციური კანდიდატი ბოსნია და ჰერცეგოვინა, EFTA ქვეყნები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები, ასევე უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში