სასულიერო პირები უკრაინის ომზე

17 აპრილი 2022, 20:17 830 ნახვა

უკრაინაში მიმდინარე ომს ქართველი სასულიერო პირები ეხმაურებიან ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს მტკივნეული უწოდა და აღნიშნა, რომ იქ დაღუპული ქართველი მეომრები აბრუნებენ უკრაინელების მეგობრობის ვალს, რომელიც უკრაინამ საქართველოს რუსეთთან ომებში გადაიხადა, განმარტა რომ ომს გამარჯვებული ვერ ეყოლება, ვინაიდან საომარ მოქმედებებს არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე  შეეწირა და ამ ზარალის ანაზღაურება შეუძლებელია. უკრაინის ომზე ისაუბრა მეუფე იაკობმაც, განმარტა რომ პანდემიის დროს დაკეტილი ტაძრების შედეგია დღევანდელი ომი, დაკეტილი ტაძრების გამო კი ქვეყნებს შორის შერიგება და ომის დასრულება ვერ ხერხდება , მეუფე იაკობმა ასევე ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზეც და ისაუბრა ომში საქართველოს ჩართვის მცდელობებზეც, ომს კი გაუმართლებელი უწოდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში