მარიუპოლში კვლავ მძიმე ვითარებაა

21 აპრილი 2022, 12:00 844 ნახვა

რუსეთმა გაეროს შეთავაზებულ სააღდგომო ჰუმანიტარულ პაუზაზე უარი თქვა, ოკუპანტი ქვეყანა უკვე მე-5 დღეა არ იძლევა თანხმობას უკრაინის ათასობით მოქალაქე სამშვიდობოს გავიდეს.

უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ ბავშვების, ქალების და მოხუცების ევაკუაცია უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან დღეს  გაგრძელდება. ამასთანავე ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის სამხედრო ტყვეები მარიუპოლის მცხოვრებლებისთვის გაცვალოს. ასევე მზად არიან დავით არახამია და მიხეილ პოდოლიაკი მარიუპოლში ჩავიდნენ.

"აზოვის" მებრძოლები კი მარიუპოლიდან ევაკუაციის პირობას ასახელებენ. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი