მირვეთის ჩანჩქერი და ინფასტრუქტურული გეგმები

27 აპრილი 2022, 19:42 1280 ნახვა

კიდევ ერთ ტურისტულად მიმზიდველ ზონაზე მირვეთის ჩანქჩქერზე მოგიყვებით, რომელიც ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა. თვითონ მირვეთი ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, მთისა და ზღვის ჰაერით გაჯერებული ბზის ტყეებით, მყუდრო, მწვანეში ჩაფლული ჭოროხის ნაპირებით. სოფელში შეხვდებით კოლხური ბზის ხეივანს. ეს ბზა წითელ წიგნშია შეტანილი და განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს – გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. სოფელში ასევე მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე სივრცეები. აქ არის რამდენიმე რესტორანი და საოჯახო კაფეც. ხელვაჩაურის მერია მირვეთის ჩანჩქერთან არსებული ინფსრაქტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს. მაგალითად, საცალფეხო ბილიკის, მაგიდების,  სკამების მონტაჟს და საპიკნიკე ტერიტორიის მოწყობას.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი