ქობულეთში ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა - არიან დაშავებულები

04 მაისი 2022, 15:14 5377 ნახვა

ქობულეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა იქვე მდგომი კიდევ ორი ავტომობილი.

არსებული ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. დაშავებულია მგზავრები და იქვე მყოფი ქვეითი.

მათ აღენიშნებათ მოტეხილობები და დაჟეჟილობები, ისინი ქობულეთის "ევექსის ჰოსპიტალში" გადაიყვანეს.

"ევექსისი ჰოსპიტალში" აცხადებენ, რომ კლინიკაში სულ 7 ადამიანი შეიყვანეს. მათივე ინფორმაციით,  ერთ-ერთი დაშავბეულის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, დანარჩენებს კი სხვადასხვა სახის დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნებათ და დამატებითი კვლევები უტარდებათ.

ამ დროისათვის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდულია.

შემთხვევის ადგილას იმყოფება სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

თუ რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად გარდაცვლილი არავინაა, თუმცა დაშვებულების რაოდენობა ზუსტდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში