1 ივნისი ბოტანიკურ ბაღში

01 ივნისი 2022, 18:18 860 ნახვა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბოტანიკურ ბაღში შემეცნებითი და მუსიკალური ღონისძიებები გაიმართა. იასონ გორდეზიანის სახელობის სკვერში, ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა  კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ნაწარმოებები შეასრულეს.  დღეს,  ბათუმის ბოტანიკურ ბაღში  საქართველოსა და უკრაინის მოქალქეებისთვის  შესვლა უფასოა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში