ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი 9 ივნისს ზაალ უდუმაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.
"ხვალიდნელი დღე, ტრადიციულად, გაიხსნება პოლიტიკური განცხადებებით და იქნება კენჭისყრა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად. გუნდის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ნათია თურნავას ჩვენი მხარდაჭერა ექნება.
ოთხშაბათს გვექნება პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიში, რომელსაც, რეგლამენტის თანახმად, ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობა.
ხუთშაბათს განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, მიმდინარე კანონპროექტებს და განვიხილავთ პარლამენტის წევრის, ზაალ უდუმაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. იქნება კენჭისყრები და ამის შემდეგ იქნებ თავდაცვის "მინისტრის საათი" და პარლამენტში თავდაცვის მინისტრი წარდგება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ზაალ უდუმაშვილმა "ნაციონალური მოძრაობისა“ და პარლამენტის დატოვების შესახებ მაისის ბოლოს განაცხადა. მისივე განმარტებით, მედიაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.