რატომ არ აქვს ახალშენში 100 ოჯახს წყალი? – ენმ გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართავს

08 ივნისი 2022, 14:37 946 ნახვა

საჯარო განცხადებების შემდეგ, ნაციონალურმა მოძრაობამ კომპანია “ალსოფის“  წინააღმდეგ  წერილით პროკურატურას მიმართა. საქმე ეხება ხელვაჩაურში, კერძოდ კი ახალშენში წყლის სისტემის მოსაწყობად დახარჯულ 300 ათას ლარს, სადაც სამუშაოების ჩატარების მიუხედავად 100 ოჯახს წყალი ისევ არ მიეწოდება.

ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ კომპანია კორუფციული გარიგებებით მუდმივად იგებს ტენდერებს, ჯამში უკვე მოიგო 20 მილიონი ლარის ოდენობის ტენდერი.  

საუბრობენ ჯუმბერ ვარდმანიძეზე, რომელიც ხელვაჩაურის მერის პოზიციას იკავებდა როდესაც კომპანიამ ტენდერი მოიგო. 

ჩვენ დავუკავშირდით, ჯუმბერ ვარდმანიძეს, რომელიც ამჟამად განათლების მინისტრის მრჩეველია, იგი ამ ეტაპზე საპასუხო კომენტარს არ აკეთებს და გვითხრა რომ მოგვიანებით დაგვიკავშირდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში