„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე დაკავებული პატიმრობაში რჩება

12 ივნისი 2022, 15:05 1307 ნახვა

ბათუმში, საქართველოს ბანკში შეჭრის საქმეზე დაკავებული პირის საქმეზე სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს. პროკურატურის განმარტებით ბრალდებული საფრთხისშემცველი მუქარით შეიჭრა საქართველოს ბანკის ობიექტზე. ბრალდებულის ყაჩაღობის მუხლით შეფასებულ საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

პოლიციის მიერ მტკიცებულების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. ბრალდებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

როგორც იცით ბანკში შეჭრისას პირმა მოლარეს თანხა მოსთხოვა და უარის შემდეგ გაქცევა სცადა, რა დროსაც პოლიციამ იგი დააკავა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში