თუ ლიეტუვა კალინინგრადის ოლქისკენ ტვირთების ტრანზიტს არ განაახლებს, ეროვნული ინტერესების დასაცავად ვიმოქმედებთ - რუსეთის საგარეო უწყება 

20 ივნისი 2022, 17:12 1097 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კალინინგრადის ოლქსა და რუსეთის დანარჩენ ტერიტორიას შორის ლიეტუვის გავლით ტვირთის ტრანზიტი სრული მოცულობით თუ არ აღდგება, რუსეთი საპასუხო ნაბიჯებით იმოქმედებს.

„უახლოეს ხანში კალინინგრადის ოლქსა და რუსეთის დანარჩენ ტერიტორიას შორის ლიეტუვის გავლით ტვირთის ტრანზიტი სრული მოცულობით თუ არ აღდგება, მაშინ რუსეთი იტოვებს უფლებას, იმოქმედოს ეროვნული ინტერესების დასაცავად,'' – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

​ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივნისს საკუთარ ტერიტორიაზე კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება.

კალინინგრადის ოლქი პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს და მას რუსეთი ლიეტუვის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზით და მილსადენებით ამარაგებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი