პროგრამირების სწავლების პრეზენტაცია ბათუმში

21 ივნისი 2022, 18:38 1240 ნახვა

პროგრამირების სწავლების პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში. სქილვილ აკადემია  მსურველებს თანამედროვე და მოთხოვნადი პროფესიის სწავლას, მომავალში კი დასაქმების პერსპექტივას ჰპირდება. განმარტავენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში პროგრამირების შესწავლა მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია. აკადემია კი მოკლე დროში ნებისმიერი ასაკის ადამიანს მასზე მორგებული გრაფიკით სწავლის საშუალებას აძლევს. სქილვილ აკადემიაში რეზიუმეების მიღება უკვე დაწყებულია. პირველი მიღება სწავლას  1-ლ ივლისს დაიწყებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში