ნატო-საქართველოს ურთიერთობები - საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

28 ივნისი 2022, 14:36 810 ნახვა

ნატოს მადრიდის სამიტი,  ნატო - საქართველოს ურთიერთობები - ამ საკითხებთან დაკავშირებით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

მოწვეულმა სპიკერმა, სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელმა და სამხედრო ექსპერტმა  გიორგი ცხვიტავამ  სტუდენტებს ნატო-საქართველოს პარტნიორობისა და ევროინტეგრაციის შესახებ  და ნატოს მადრიდის სამიტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სპიკერმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.

შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტ "დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში" ფარგლებში გაიმართა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში