დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო დიდ მასშტაბს შეიძენს - თორნიკე რიჟვაძე

04 ივლისი 2022, 14:32 768 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სოციალურ ქსელში ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების როლი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში, თავდაცვისუნარიანობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის განმტკიცებაში.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს. გილოცავთ დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს, მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ”, - წერს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში