დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ საომარი მოქმედებების მორიგი ყოველდღიური ანგარიში გამოაქვეყნა

08 ივლისი 2022, 10:57 531 ნახვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ საომარი მოქმედებების მორიგი ყოველდღიური ანგარიში გამოაქვეყნა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ინფორმაციით, რუსეთი ტექნიკის კონცენტრირებას  სივერსკის მიმართულების ფრონტის ხაზზე იწყებს. 

უწყებაში ფიქრობენ, რომ რუსეთის არმია, სავარაუდოდ, აჩერებს მარაგების მიღებას დონეცკის ოლქში შეტევის ახალ ოპერაციამდე.

მათივე ინფორმაციით, უკრაინული ძალები აგრძელებენ ეტაპობრივ წინსვლას ხერსონის სამხრეთ-დასავლეთ სექტორში. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე  დიდი ბრიტანეთი სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში