104 წელი 1918 წლის ივლისის რეფერენდუმიდან

14 ივლისი 2022, 13:57 896 ნახვა

1918 წლის 14-ივლისის რეფერენდუმის 104-წლისთავთან  დაკავშირებით, საზოგადო მოღვაწის ხასან თხილაიშვილის მემორიალთან მისი წინაპრები, ქობულეთელ მამულიშვილთა კავშირის წევრები და საზოგადოება “ჩვენი ქობულეთის“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ისაუბრეს ხასან თხილაიშვილის ღვაწლზე, რომლის ისტორიული სიტყვებია: "ხმას ვაძლევ საქართველოს". 1918 წელს, 14 ივლისს ოსმალებს ბათუმის და აჭარის დათმობა სურდათ და რეგიონში რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტეს, მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ოსმალეთში ყოფნას მისცა ხმა, თუმცა ქობულეთში დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ, სადაც რეფერენდუმი წააგეს.

ამის გამო ხასან თხილაიშვილი  დააპატიმრეს, სიკვდილით დასჯას უპირებდნენ, თუმცა მოგვიანებით ის თავისი თანაგუნდელების მხარდაჭერით და დახმარებით სიკვდილით დასჯას გადაარჩინეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში