აშშ ცდილობს, ევროპა რუსული გაზისგან იხსნას 

16 ივლისი 2022, 11:56 472 ნახვა

თეთრი სახლის განცხადებით აშშ ევროპის რუსული ენერგეტიკული გავლენისგან გათავისუფლებაზე მუშაობს. მათი თქმით, შეერთებული შტატები მნიშვნელოვან საერთაშორისო ძალისხმევას იყენებს, რათა ევროპა რუსულ გაზზე, ნავთობსა და სხვა ენერგორესურსებზე აღარ იყოს დამოკიდებული.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან, აღნიშნავს რომ შტატები დიდი ხანია ამტკიცებს რუსეთის მიერ ენერგორესურსების იარაღად გამოყენების ფაქტებს.

ევროპის დამოუკიდებლობა ერთობლივ ძალისხმევასა და გარკვეულ დროს საჭიროებს - ნათქვამია განცხადებაში

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში