საგამოფენო დარბაზი მაჭახლის ეროვნულ პარკში

19 ივლისი 2022, 14:27 1055 ნახვა

მაჭახლის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში საგამოფენო დარბაზი გაიხსნა, სადაც სტუმარს საშუალება აქვს, მოკლედ გაიგოს ინფორმაცია, თუ რისი ნახვა შეუძლია ხეობაში. 

საგამოფენო სივრცის პროექტი საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა, ტექნიკურად კი „მტირალასა და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ“ შეასრულა.

მაჭახლის ხეობა მალე დაცულ ლანდშაფტად გამოცხადდება. საგამოფენო დარბაზი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში