რუსეთის მორიგი თავდასხმები უკრაინაში

19 ივლისი 2022, 17:27 843 ნახვა

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკი დაბომბეს, ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი, არიან დაშავებულები.  სლავიანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ლიახიმტელეგრამზე“შემთხვევის ადგილიდან ვიდეო და ფოტო მასალა გაავრცელა. ასევე, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ კრამატორსკის ცენტრალურ ნაწილზე დარტყმა განახორციელეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ კრამატორსკის მერმა ალექსანდრ გონჩარენკომ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.  გასული დღე-ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა სუმის ოლქიც, დაშავებულია ორი ადამიანი. ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ამჟამად რუსეთი კონცენტრირებულია დონეცკის ოლქში ქალაქების სევერსკისა და ბახმუტის დაკავებაზე. რაც შეეხება უკრაინული მხარის წინსვლას, ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმა განახორციელეს ოკუპანტების შეიარაღებისა და ტექნიკის ორ საწყობზე.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში