პუტინის ულტიმატუმი დასავლეთს

20 ივლისი 2022, 10:51 712 ნახვა

პუტინი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ სანქციების შემსუბუქებას ითხოვს.

ირანისა და თურქეთის ლიდერებთან მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის სანაცვლოდ, რომელიც ზოგიერთ ქვეყანას შიმშილობის საფრთხეს უქმნის, დასავლეთმა უნდა შეამციროს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე ვითარების გასაუმჯობესებლად შეზღუდვები მოიხსნება.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში