დილა 104,5 -ზე

დილა 104,5 -ზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს დილის შემეცნებით-გასართობი გადაცემა  ''დილა 104.5-ზე''

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით  9-დან 11 საათამდე.

გადაცემის მიზანია მსმენელს მიაწოდოს საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია-სხვადასხვა სფეროს სიახლეები, დაეხმაროს ახალი დღის შინაარსიანად  დაგეგმვაში, შეახვედროს საინტერესო სტუმრებს, გააშუქოს მრავალფეროვანი თემები, მოასმენინოს გემოვნებიანი მუსიკა.  დილის მაუწყებლობის თავისებურებების გათვალისწინებით, გადაცემა  სხვადასხვა რუბრიკას მოიცავს - ამინდის პროგნოზი, ვალუტის კურსი, დღის ჰოროსკოპი, უგემრიელესი და უმარტივესი რეცეპტები, ისტორია თარიღებში-გამორჩეული  ფაქტები და მოვლენები, შოუ-ბიზნესის სიახლეები და დილის სტუმარი.


პროდიუსერი:  ცისანა ჩხეიძე
გადაცემის წამყვანები: თეონა ზედანია და ილია შავიშვილი.
რუბრიკების ''ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად'' და ''მეტეოროლოგი'' ავტორი და წამყვანი: კობა ფარტენაძე 
 

გადაცემის არქივი

1. ქუჩის მხატვრობა ბათუმის ფლორაში- ასე ეწოდება პროექტს , რომელიც ბათუმელმა ახალგაზრდებმა განახორციელეს. გადაცემის სტუმრები -პროექტის ავტორი , ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მე- 11 კლასის მოსწავლე იოსებ ჯორბენაძე და მისი მეგობრები, ამავე სკოლის მოსწავლეები ანა ჟოჟაძე და დავით აბუსელიძე. 2. ინგა მებონიას რუბრიკის „არტ-რადარი“ სტუმრები - საქველმოქმედო ფონდის "ალილო-2015" დამფუძნებელი ზიმლარი ბერიძე, უკრაინელი ფოტოხელოვანი ლილია გრიჩულევიჩი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ემილია ჩიკვაიძე. დღეს ბათუმის ხელოვნების ცენტრში უკრაინელი მოყვარული ფოტოხელოვანის ლილია გრიჩულევიჩის ნამუშევრები გამოიფინება.

15 მაი 2017

1 დილის სტუმარი- ქართველი პოლიტიკოსის, პუბლიცისტის, ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ქრისტინე ფაღავა- ბულეზი . დღეს მისი წიგნის "ერთი უჩვეულო ოჯახი" წარდგენა გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2 ინგა მებონიას რუბრიკის "არტრადარი " სტუმრები- ქობულეთის სახელოვნებო სკოლის გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი და მისი ხელმძღვანელი სალომე ცეცხლაძე. ანსამბლი აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი საპრიზო ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 3 დღეს, 15 მაისს მსოფლიო კლიმატის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თემაზე რუბრიკაში „მეტეოროლოგი“ კობა ფარტენაძის კითხვებს უპასუხეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის სამმართველოს უფროსმა ლიკა მეგრელიძემ და გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორიძემ

14 მაი 2017

1 ყოველწლიურად 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს ხულოში დიდაჭარობის დღესასწაული იმართება. სატელეფონო ჩართვა დიდაჭარიდან - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე 2 13 მაისიდან ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში .წარმოდგენილი იქნება ქართველი და ევროპელი ხელოვანების ერთობლივი საგამოფენო პროექტი – „ქალაქი ბუნების პირისპირ ‘’. ინგა მებონიას რუბრიკის „არტრადარი“ სტუმრები- ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერი ირაკლი ძნელაძე და პიარ მენეჯერი - ლაშა ფალავანდიშვილი 3 დღეს ბათუმში , ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-10 საერთაშორისო საიუბილეო გამოფენა "EXPO BATUMI 2017" გაიხსნება. სატელეფონო ჩართვა -საერთაშორისო საგამოფენო კომპანია ‘ექსპო ბათუმის’ პიარ მენეჯერი ხატია იაშვილი

11 მაი 2017

სასკოლო კლუბების ინიციატივები - ამ თემაზე გადაცემის სტუმარი იყო - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო ნაკაშიძე. დღეს, 10 მაისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის გამოსაშვები კონცერტი გაიმართება. რუბრიკის "არტ-რადარი" სტუმრები - ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის დირექტორი ირმა მსხალაძე, თანამედროვე და კლასიკური ცეკვის პედაგოგი ელეონორა არჩაია , კლასიკური ბალეტის გამოსაშვები კლასის მოსწავლეები მარიამ თედორაძე და გურანდა გორგაძე.

09 მაი 2017

1 ტრადიციად ქცეული სტუდენტური ზეიმი დღეს აიღებს სტარტს. სტუმარი -აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი სულხან დუმბაძე 2 სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების რეგიონული ოლიმპიადის ორი ეტაპი დასრულდა. დღეს გაიმართება ოლიმპიადის ფინალი და დაჯილდოების ცერემონიალი. ინგა მებონიას რუბრიკის "არტ-რადარი" სტუმრები - აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მადონა თევზაძე,ქორეოლოგი, ქორეოგრაფი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, ექსპერტი ქორეოგრაფიაში, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების ლიდერი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი - უჩა დვალიშვილი, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი - შოთა ჯიშკარიანი, თბილისის მერიის ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული ხალხური ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდიის დირექტორი, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების ორდენის კავალერი - ბადრი ცხოვრებაული, ეთნომუსიკოლოგი, მომღერალი, ლოტბარი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მუსიკალური ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი, ექსპერტი სამუსიკო ფოლკლორის დარგში; ღირსების ორდენის კავალერი - ნანა ვალიშვილი და ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის კოორდინატორი თეონა რუხაძე

07 მაი 2017

გადაცემი თემა: 1. ზურაბ გორგილაძის დაბადების დღე. მას 80 წელი შეუსრულდებოდა. „ბათუმური ისტორიები-ზურაბ გორგილაძე „-ინგა მებონიას სიუჟეტი „აჭარის რადიოს ოქროს ფონდი“- ზურაბ გორგილაძის ხმის ჩანაწერი 2. ბათუმის ამერიკული კუთხე ინგლისური ენის შესწავლის მსურველ ტაქსისტებს უფასო კურსებზე იწვევს. ამ თემაზე გადაცემის სტუმარი -ბათუმის ამერიკული კუთხის პროგრამების კოორდინატორი მამუკა საფარიძე 3. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბამბუკების ტრადიციული გამოფენის მოლოდინში - სატელეფონო ჩართვა -ბათუმის ბოტანიკური ბაღის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ანინა დევაძე. ინგა მებონიას რუბრიკის „არტ რადარი ‘ სტუმარი - ეთნომუსიკოლოგი ლოლა სურმანიძე. ის იტალიაში გამართულ ახალგაზრდა მუსიკოლოგთა და ეთნომუსიკოლოგთა პირველ საერთშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა.

04 მაი 2017

დღეს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეა, ბათუმში გაიმართება კონფერენცია – მედიის როლი და საჭიროებები. ვმუშაობთ საზოგადოებისთვის. კონფერენციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მაუწყებელი. დღევანდელი, 3 მაისის გადაცემის "დილა 104-სა და 5-ზე" სტუმრები იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი თიკო ბერძენიშვილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე. ასევე დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის პროფესორის ნოდარ ვარშანიძის წიგნის „ვოკალურ-საშემსრულებლო ხელოვნების ისტორია და თეორია" პრეზენტაცია. დღევანდელი, 3 მაისის გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე" ინგა მებონიას რუბრიკა „არტ-რადარი“ ნოდარ ვარშანიძეს მასპინძლობდა.

02 მაი 2017

დღეს ტრადიციულად გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე" ტურიზმის სფეროს სიახლეებზე ვისაუბრეთ და ჩვენი რეგიონის უფრო უკეთ გასაცნობად და უქმე დღეებში შთამბეჭდავი დასვენების მოსაწყობად მსმენელებს საინტერესო ტური შევთავაზეთ. დღვანდელი , 28 აპრილის გადაცემის "დილა 104-სა და 5-ზე " სტუმარი იყო აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე. 27 აპრილს საქართველოს დედაქალაქში „ექსპო ჯორჯიაში“ კავკასიის მე-19 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე ძალიან შთამბეჭდავი კოლექციითაა წარმოდგენილი ბათუმის ბოტანიკური ბაღი . დღევანდელი, 28 აპრილის გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე" თბილისიდან პირდაპირ ეთერში ტელეფონით ჩაგვერთვნენ ბათუმის ბოტანიკური ბაღის მარკეტინგის განყოფილების უფროსი ანინა დევაძე და ბაღის დეკორატორი ნანა კონცელიძე. 5 მაისი ზურაბ გორგილაძის დაბადების დღეა. ალბათ, ძნელად მოიძებნება ადამიანი მის პოეზიას რომ არ იცნობდეს. უდავოდ გამორჩეულ შემოქმედს წელს 80 წელი შეუსრულდებოდა. იუბილე საკმაოდ მასშტაბურად აღინიშნება. ამ სამზადისზე ვისაუბრეთ დღევანდელი, 28 აპრილის გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე". გადაცემის სტუმარი იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ძგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე.

27 აპრ 2017