დილა 104,5 -ზე

დილა 104,5 -ზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს დილის შემეცნებით-გასართობი გადაცემა  ''დილა 104.5-ზე''

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით  9-დან 11 საათამდე.

გადაცემის მიზანია მსმენელს მიაწოდოს საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია-სხვადასხვა სფეროს სიახლეები, დაეხმაროს ახალი დღის შინაარსიანად  დაგეგმვაში, შეახვედროს საინტერესო სტუმრებს, გააშუქოს მრავალფეროვანი თემები, მოასმენინოს გემოვნებიანი მუსიკა.  დილის მაუწყებლობის თავისებურებების გათვალისწინებით, გადაცემა  სხვადასხვა რუბრიკას მოიცავს - ამინდის პროგნოზი, ვალუტის კურსი, დღის ჰოროსკოპი, უგემრიელესი და უმარტივესი რეცეპტები, ისტორია თარიღებში-გამორჩეული  ფაქტები და მოვლენები, შოუ-ბიზნესის სიახლეები და დილის სტუმარი.


პროდიუსერი:  ცისანა ჩხეიძე
გადაცემის წამყვანები: თეონა ზედანია და ილია შავიშვილი.
რუბრიკების ''ამინდის პროგნოზი კობასთან ერთად'' და ''მეტეოროლოგი'' ავტორი და წამყვანი: კობა ფარტენაძე 
 

გადაცემის არქივი

27 აპრილს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი პროექტის „დებიუტი“ ფარგლებში წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის კონცერტს. დღევანდელი, 26 აპრილის გადაცემაში 'დილა 104-სა და 5-ზე"ინგა მებონიას რუბრიკა „არტ-რადარი“ ამ თემას დაეთმო. რუბრიკის სტუმრები იყვნენ პროექტის კოორდინატორი დიანა გოგოჭური, კონცერტმაისტერი ნინო ნიშნიანიძე და რეჟისორი მაია გაჩეჩილაძე. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გაცვლითი პროგრამები -ამ თემაზე დღევანდელი, 26 აპრილის გადაცემის "დილა 104-სა და 5-ზე" სტუმარი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი თეა კუჭუხიძე.

25 აპრ 2017

დღეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი წარმოგიდგენთ ახალ პროექტს-"საოპერო ხელოვნების ისტორიიდან". ამ პროექტის შესახებ ვისაუბრეთ დღევანდელი, 30 მარტის გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე" ჩვენი სტუმრები იყვნენ მუსიკოლოგიის დოქტორი ხათუნა მანაგაძე და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის აკადემიური სიმღერის მესამე კურსის სტუდენტები გვანცა თარხნიშვილი და ზაირა ბოკუჩავა დღევანდელი, 30 მარტის გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე" ინგა მებონიას რუბრიკა "არტრადარი"პოეტ სანდრო ბერიძეს მასპინძლობდა. დღეს, 15 საათზე აჭარის მწერალთა სახლში სანდრო ბერიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

29 მარ 2017

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თელავში გამართული საპარლამენტო დებატების ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ. პროექტში ,,სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა საგანმანათლებლო დებატების გზით“საქართველოს სახვადასხვა უნივერსიტეტის 80 სტუდენტი მონაწილეობდა. გადაცემის სტუმარი იყო ჩემპიონატის გამარვებული გუნდი, რომელიც ორი მონაწილით იყო წარმოდგენილი. ესენიარიან იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელი გვანცა ლომაძე და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასევე პირველი კურსის სტუდენტი ნესტან ვარშანიძე. რუბრიკა "არტ-რადარი" ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდს დაეთმო. რუბრიკის სტუმრები იყვნენ ქორმაისტერი მაგდა მათითაიშვილი და სოლისტი ანა ჩიტაიშვილი. გოგონათა გუნდი ქართული წარმომავლობის ბრიტანელი მომღერლის ქეთი მელუას საგუნდო კონკურსის გამარჯვებული გახდა.

28 მარ 2017

რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი- ამ თემაზე დღევანდელი, 28 მარტის გადაცემის "დილა 104-სა და 5-ზე" გადაცემის სტუმრები იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი ნინო ბერიძე და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი სულხან დუმბაძე. დღევანდელი, 28 მარტის გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე" ინგა მებონიას რუბრიკის "არტ-რადარი' სტუმრები იყვნენ ბათუმის ექსპერიმენტული თეატრის დირექტორი თემურ მახარაძე, რეჟისორი გიორგი ჩხაიძე და მსახიობი ფრიდონ მოდებაძე. ის გუშინ, თეატრის საერთაშორისო დღეს, საქართველოს თეატრალური საზოგადოების აჭარის ორგანიზაციამ ოქროს ლომით დააჯილდოვა დუნკანის როლის შესრულებისთვის სპექტაკლში "მაკბეტი".

27 მარ 2017

დღეს მთელ მსოფლიოში ტუბერკულოზთან ბრძოლის დღე აღინიშნება. თანამედროვე მსოფლიოში ტუბერკულოზი ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. ტუბერკულოზის მსოფლიო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. სტუმარი იყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნინო ნიჟარაძე აჭარის მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის თეატრალური დასი თურქეთში საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება, სადაც წარადგენს სპექტაკლს „პეპი გრძელი წინდა“. რუბრიკა „არტ-რადარი“ ს სტუმრები იყვნენ აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე, მხატვრულ-ესთეტიკური აღზრდის განყოფილების კოორდინატორი ანა ირემაძე და თეატრალური დასის წევრი ნაბრი მიქელაძე. 25 მარტს, 14 საათზე ბათუმის ბოტანიკური ბაღი კამელიების გამოფენაზე გეპატიჟებათ. ამ ზღაპრული სანახაობის შესახებ დღევანდელი , 24 მარტის გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე" ჩვენი სტუდიის სტუმრებმა ბათუმის ბოტანიკური ბაღის მარკეტინგის განყოფილების უფროსმა ანინა დევაძემ და ბაღის ეგზოტურ მცენარეთა კოლექციის დეპარტამენტის უფროსმა ჯულიეტა ჯაყელმა ისაუბრეს.

23 მარ 2017

პროფესიულ განათლებაზე ვისაუბრეთ. ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო პროფესიული კოლეჯის „ბლექსი“დირექტორის მოადგილე მაია თოიძე. ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე პრემიერაა. ნაჩვენები იქნება ფრანგი დრამატურგის იასმინა რეზას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ომის ღმერთი“. რუბრიკა „არტ-რადარი“ ს სტუმრები იყვნენ სპექტაკლის რეჟისორი , საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დრამის ფაკულტეტის დეკანი, კინოდოკუმენტალისტი გიორგი შალუტაშვილი და ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები მაია ცეცხლაძე და ზურა ქავთარაძე

22 მარ 2017

პროექტი „ქალები ქვიშიდან“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის კონკურსის გამარჯვებულია.ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ნინო ძნელაძე გადაცემაში. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება სალონური საღამო "პაკო დე ლუსია-ფლამენკოს მეფე". რუბრიკა "არტ-რადარი"-ის სტუმრები იყვნენ საღამოს მასპინძლები ვახტანგ ღლონტი და სულხან დევაძე. ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი ხვალ, 23 მარტს საინტერესო ღონისძიებაზე გეპატიჟებათ, რომელიც ჟურნალისტიკის დღეს ეძღვნება. ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის მმართველი თამარ ორაგველიძე და ინგლისურენოვანი გიდი ქეთევან ფუტკარაძე

21 მარ 2017

ქართული ჟურნალისტიკა 198 წლისაა. 1819 წლის 21 მარტს დაიბეჭდა პირველი ქართული გაზეთი. 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე ჩვენს ქვეყანაში 1993 წლიდან აღინიშნება. სტუმრები: ''აჭარის“ ჟურნალისტები ხატია იაშვილი და ნანა აბულაძე. დღეს მთელ მსოფლიოში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სტუმრები: აბილიტაციისა და განვითარების ცენტრის ადრეული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნინო მახარაძე და ორაგანიზაცია "დიაკონიას" დამფუძნებელი ხათუნა ჩხარტიშვილი. დღეს მსოფლიოში პოეზიის საერთაშორისო დღე აღნიშნავენ. ''არტრადარი'' რუბრიკის სტუმრები იყვნენ პოეტი ბელა ქებურია და ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ შემოქმედთა კლუბის წევრები მართა წკეპლაძე , მარიამ გრიგორიადი.

20 მარ 2017

ფრანკოფონია -2017-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის კვირეული მიმდინარეობს. სტუმრები: კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ- პროფესორი ნათია აბაშიძე და კვირეულის მონაწილე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ კომახიძე 21 მარტს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება ავსტრიის საპატიო მოქალაქის,, ავსტრიულ-ქართული თეატრის პრეზიდენტის, მსახიობისა და მომღერლის მაია იორელი (სასწრაფოშვილის) საავტორო საღამო ''ასე მღერიან მსახიობები''. რუბრიკის ''არტ-რადარი'' სტუმრები იყვნენ მაია იორელი (სასწრაფოშვილი) და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის პრესსპიკერი სალომე ცეცხლაძე

19 მარ 2017

დღეს ძილის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და მედიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ ეს დღე პირველად 2008 წლის 14 მარტს აღნიშნეს. მას შემდეგ ყოველწლიურად მარტის მეორე სრული კვირის პარასკევს მსოფლიო ძილის და ჯანმრთელობის პრობლემებს მიაპყრობს ადამიანების ყურადღებას. წელს ეს დღე 17 მარტს დაემთხვა.დღევანდელი, 17 მარტის გადაცემაში "დილა 104-სა და 5-ზე" სწორედ ძილის შესახებ ვისაუბრეთ ამ თემაზე ჩვენი სტუმარი იყო მედიცინის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქონევროლოგი შორენა ვაშაძე. რუბრიკა "არტრადარი" დაეთმო ფოტოგამოფენას "სამი კუთხე" , რომელიც 18 მარტს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება.რუბრიკის სტუმარი იყო ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის პიარ-მენეჯერი ლაშა ფალავანდიშვილი. ტურიზმის სფეროს სიახლეებზე და საინტერესო მარშრუტი შევთავაზეთ რადიომსმენელებს უქმე დღეების შინაარსიანად გასატარებლად. ჩვენი სტუმარი იყო აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე.

16 მარ 2017

მრავალფეროვნების სკოლა - უფასო არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამა. სტუმრები: ''მრავალფეროვნების სკოლის'' კურსდამთავრებულები მელანო მახარაძე და მარიამ ფუტკარაძე. გვანცა აქიაშვილი --მრავალფეროვნების სკოლის კოორდინატორი. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სკოლა - თერთმეტწლედის დიდ საკონცერტო დარბაზში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის პროექტის "დებიუტის" ფარგლებში კლასიკური მუსიკის კონცერტი. რუბრიკის "არტ-რადარი" სტუმრები: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ხათუნა ჩხარტიშვილი ,მეცოსოპრანო მაია ჟღენტი, ლირიკო-კოლორატურული სოპრანო სალომე სალაძე და ახალგაზრდა შემოქმედი თორნიკე დუმბაძე.

15 მარ 2017

კატოვიცაში ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის არტეფაქტები გამოიფინება. სტუმრები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ანასტასია გამსახურდაშვილი, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის მოადგილე თამარ შალიკაძე, სილეზიის მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი მარგოზატა კურგან–პშიბილსკა, თარჯიმანი ანა კალანდია და ქალბატონ მარგოზატას მეუღლე-რომან პშიბილსკი , რომელიც პროფესიით ექიმია დიდ ყურადღებას უთმობს მეუღლის საქმიანობას და აღფრთოვანებულია ჩვენი ქალაქით. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სკოლა-თერთმეტწლედის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმატებული პედაგოგის ირინა ხერჟის საიუბილეო საღამო გაიმართება დღევანდელ გადაცემაში რუბრიკა "არტ-რადარი" ამ თემას დაეთმო. რუბრიკის სტუმრები იყვნენ ირინა ხერჟის მოსწავლეები, პიანისტები ლიკა კობახიძე და მარიზა აფხაზავა

12 მარ 2017

1 პროფესიული განათლება. სიახლეები ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში „ახალი ტალღა“ -ამ თემაზე გადაცემის ''დილა 104-სა და 5-ზე" სტუმარი -საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი დავით მჭედლიშვილი 2 12 მარტს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში პროექტის "ჩემი სცენა" ფარგლებში გაიმართება ჯგუფის "ბაბილონი" კონცერტი. რუბრიკა "არტ-რადარის" სტუმრები -ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ხათუნა ჩხარტიშვილი და ჯგუფ "ბაბილონი"-ს წევრები ზურა გოცირიძე(ანარქია 18) და თემო ტრაპაიძე( ფრანკო). 3 პარასკევის ტრადიციული რუბრიკა ტურიზმის სფეროს სიახლეებზე და საინტერესო მარშრუტი უქმე დღეების შინაარსიანად გასატარებლად. სტუმარი - აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე.

09 მარ 2017